Thursday, March 8, 2012

პროექტი: "იოდდეფიციტური დაავადებები ხაშურის რაიონში"


პროექტის სახელწოდება: „იოდდეფიციტური დაავადებები ხაშურის რაიონში“
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებმა განსაზღვრონ იოდეფიციტური დაავადებების მაჩვენებელი ხაშურის რაიონში.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებს განუვითარდეთ კვლევა–ძიების, თანამშრომლობის, ინფორმაციის მოძიების, დახარისხების, ნამუშევრების წარდგენის უნარ–ჩვევები.
პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა გამოიკვლიონ გარემო ფაქტორების ზაგავლენა ორგანიზმის ჯანმრთელობაზე და იმსჯელონ მდგრადი განვითარების მნიშვნელობის შესახებ. მოიძიონ იფორმაცია ადამიანთა იოდდეფიციტური დაავადებების შესახებ, იმსჯელონ დაავადებების პროფილაქტიკურ, ანუ პრევენციულ ღონისძიებებზე.
მონაწილეთა ასაკი: 14–15 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: 3 კვირა
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები: წარმოადგინონ პროგრამა Word-ში დაბეჭდილი ანკეტები, Power-point–ში შესრულებული საპრეზენტაციო მასალა, Excel-ში შესრულებული დიაგრამები, დაამზადონ ბუკლეტები, კედლის გაზეთი, შექმნან პროექტის ბლოგი.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, პროექტორი, ფორმატები, მარკერები, ციფრული ფოტოაპარატი, კომპიუტერული პროგრამები: Power point, Word, Excel, ინტერნეტ–რესურსი
 Blogger.com     
პროექტის მსვლელობა:  აქტივობა I
მოსწავლეები იყოფიან სამ ჯგუფად.I ჯგუფის მოსწავლეებს ევალებათ ინტერვიუს ჩაწერა ექიმ–ენდოკრინოლოგთან წინასწარ ჩაწერილი კითხვების საფუძველზე(რომელიც ძირითადად შეეხება პრევენციულ ღონისძიებებს). II ჯგუფის მოსწავლეები აწარმოებენ გამოკითხვას  მოსახლეობაში და ავსებენ პროგრამა Word–ში დაბეჭდილ ანკეტას(რომელიც შეეხება იმას, აქვთ თუ არა მათ პრობლემა ფარისებრ ჯირკვალთან დაკავშირებით და დადებითი პასუხის შემთხვევაში რა სიხშირით სტუმრობენ ენდოკრინოლოგს). III ჯგუფის მოსწავლეები მიდიან ექიმ–ექოსკოპისტთან და წინასწარ შედგენილი კრიტერიუმების საფუძველზე ავსებენ პროგრამა Word-ში დაბეჭდილ შედარების რუბრიკას.
აქტივობა II
 მოსწავლეები აჯამებენ მოპოვებულ ინფორმაციას, ქმნიან ბლოგს და  წარადგენენ პროგრამა Power-point-ში შესრულებულ საპრეზენტაციო მასალასთან ერთად პარარელ კლასელებთან.
აქტივობაIII
მოსწავლეები ამზადებენ კედლის გაზეთს, ბუკლეტებს და ურიგებენ სკოლის მოსწავლეებს.
საგნებთან კავშირი/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბიოლოგია, ისტ.
 მოიძიებს საქართველოში ადამიანის იოდდეფიციტური დაავადებების კერების შესახებ, მონაცემეცემები დააქვს რუკაზე და მსჯელობს დაავადებების პროფილაქტიკის საშუალებებზე.
პროექტის ფასილიტატორი: ნანა გელაშვილი
ფასილიტატორის ელ–ფოსტა: nana.gelashvili.jaf@gmail.com
ფასილიტატორის ბლოგი: nanagelashvili777.blogspot.com

პროექტი: "როგორ ავირჩიოთ კბილის ჯაგრისი"


პროექტის სახელწოდება: “როგორ ავირჩიოთ კბილის ჯაგრისი?“
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებმა გააცნობიერონ ჯანსაღი ცხოვრების წესის არსი და შეძლონ მისი დაცვა.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებას განუვითარდეთ კვლევა-ძიების, კომუნიკაციის, ინფორმაციის მოპოვების, ნამუშევრების წარდგენის უნარ-ჩვევები.
პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა განსაზღვრონ, თუ რა საფრთხე შეიძლება დაემართოს ადამიანს ჰიგიენური წესების დაუცველობის შემთხვევაში და რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ორგანიზმს ცუდად შერჩეულმა კბილის ჯაგრისმა.
მონაწილეთა ასაკი:10-11 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: 3 კვირა.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები: წარმოადგინონ პროგრამა Power point-ში შესრულებული საპრეზენტაციო მასალა, გააკეთონ ელექტრონული კედლის გაზეთი და დაამზადონ ბუკლეტები.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, პროექტორი, ფორმატები, ციფრული ფოტოაპარატი, პროგრამები: Word, Power point. ინტერნეტ რესურსი: glogster
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივოვები): აქტივობა I
მოსწავლეები იყოფიან სამ ჯგუფაად: I ჯგუფის წევრები აწარმოებენ გამოკითხვას სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებში და ავსებენ პროგრამა Word-ში დაბეჭდილ ანკეტას(რა სიხშირით იყენებენ კბილის ჯაგრისს დღის განმავლობაში, როგორი ტიპის კბილის ჯაგრისს ანიჭებენ უპირატესობას და რამდენ ხანში ერთხელ ცვლიან მას). II ჯგუფის წევრები მიდიან ვიზიტით ექიმ-სტომატოლოგთან და იწერენ ინტერვიუს(რომელიც ძირითადად ეხება იმას, თუ რა პროფილაქტიკურ, ანუ პრევენციულ ღონისძიებებს უნდა მიმართონ ადამიანებმა კბილებისა და ღრძილების დასაცავად). III ჯგუფის წევრები მიდიან აფთიაქში, ფარმაცევტთან აწარმოებენ გამოკითხვას და ავსებენ Word-ში დაბეჭდილ ანკეტას(რა სიხშირით წარმოებს აფთიაქში კბილის ჯაგრისის გაყიდვა და უფრო მეტად, რომელი ტიპის კბილის ჯაგრისს ანიჭებს მყიდველი უპირატესობას).
აქტივობა II
მოსწავლეები აჯამებენ მოპოვებულ ინფორმაციას, ქმნიან ელექტრონულ კედლის გაზეთს, წარმოადგენენ Power point-შესრულებულ მასალას და წარადგენენ სკოლის მოსწავლეებთან., დამზადებულ ბუკლეტებს არიგებენ მოსახლეობაში.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთნ კავშირი: ბუნება, ისტ.
მოსწავლეს შეუძლია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა. ასახელებს ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედ ფაქტორებს.
პროექტის ფასილიტატორი: ნანაგელაშვილი
ფასილიტატორის ელ-ფოსტა: nana.gelashvili.jaf@gmail.com
ფასილიტატორის ვებ-გვერდი/ბლოგი: nanagelashvili777.blogspot.com