Thursday, March 8, 2012

პროექტი: "როგორ ავირჩიოთ კბილის ჯაგრისი"


პროექტის სახელწოდება: “როგორ ავირჩიოთ კბილის ჯაგრისი?“
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებმა გააცნობიერონ ჯანსაღი ცხოვრების წესის არსი და შეძლონ მისი დაცვა.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებას განუვითარდეთ კვლევა-ძიების, კომუნიკაციის, ინფორმაციის მოპოვების, ნამუშევრების წარდგენის უნარ-ჩვევები.
პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა განსაზღვრონ, თუ რა საფრთხე შეიძლება დაემართოს ადამიანს ჰიგიენური წესების დაუცველობის შემთხვევაში და რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ორგანიზმს ცუდად შერჩეულმა კბილის ჯაგრისმა.
მონაწილეთა ასაკი:10-11 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: 3 კვირა.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები: წარმოადგინონ პროგრამა Power point-ში შესრულებული საპრეზენტაციო მასალა, გააკეთონ ელექტრონული კედლის გაზეთი და დაამზადონ ბუკლეტები.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, პროექტორი, ფორმატები, ციფრული ფოტოაპარატი, პროგრამები: Word, Power point. ინტერნეტ რესურსი: glogster
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივოვები): აქტივობა I
მოსწავლეები იყოფიან სამ ჯგუფაად: I ჯგუფის წევრები აწარმოებენ გამოკითხვას სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებში და ავსებენ პროგრამა Word-ში დაბეჭდილ ანკეტას(რა სიხშირით იყენებენ კბილის ჯაგრისს დღის განმავლობაში, როგორი ტიპის კბილის ჯაგრისს ანიჭებენ უპირატესობას და რამდენ ხანში ერთხელ ცვლიან მას). II ჯგუფის წევრები მიდიან ვიზიტით ექიმ-სტომატოლოგთან და იწერენ ინტერვიუს(რომელიც ძირითადად ეხება იმას, თუ რა პროფილაქტიკურ, ანუ პრევენციულ ღონისძიებებს უნდა მიმართონ ადამიანებმა კბილებისა და ღრძილების დასაცავად). III ჯგუფის წევრები მიდიან აფთიაქში, ფარმაცევტთან აწარმოებენ გამოკითხვას და ავსებენ Word-ში დაბეჭდილ ანკეტას(რა სიხშირით წარმოებს აფთიაქში კბილის ჯაგრისის გაყიდვა და უფრო მეტად, რომელი ტიპის კბილის ჯაგრისს ანიჭებს მყიდველი უპირატესობას).
აქტივობა II
მოსწავლეები აჯამებენ მოპოვებულ ინფორმაციას, ქმნიან ელექტრონულ კედლის გაზეთს, წარმოადგენენ Power point-შესრულებულ მასალას და წარადგენენ სკოლის მოსწავლეებთან., დამზადებულ ბუკლეტებს არიგებენ მოსახლეობაში.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთნ კავშირი: ბუნება, ისტ.
მოსწავლეს შეუძლია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა. ასახელებს ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედ ფაქტორებს.
პროექტის ფასილიტატორი: ნანაგელაშვილი
ფასილიტატორის ელ-ფოსტა: nana.gelashvili.jaf@gmail.com
ფასილიტატორის ვებ-გვერდი/ბლოგი: nanagelashvili777.blogspot.com

No comments:

Post a Comment